20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ხელისუფლების ცვლილება ანბანური ჭეშმარიტებაა - მერკელის გზავნილი ხელისუფლების ოპონენტებს 2012 წელს ჰილარი კლინტონის განცხადებებს ახსენებს

გერმანიის კანცლერის მთავარი შიდა პოლიტიკური გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას - ანგელა მერკელი "ქართული ოცნების" ლიდერების გასაგონად ელემენტარული დემოკრატიის საფუძვლებზე საუბრობს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახსენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ანბანური ჭეშმარიტებაა, რომელსაც ყველა უნდა მიჰყვეს. იყავით მზად ოპოზიციაში ყოფნისთვის - ამბობს კანცლერი.

დემოკრატიის ანა-ბანა ანგელა მერკელმა, ხელისუფლებას სტუდენტებთან შეხვედრის დროს შეახსენა. ეს არის მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, გერმანიის კანცლერმა საქართველოში დატოვა.

მსგავსება ამ ორი განცხადების შინაარსს შორის, დღეს ხელისუფლების გარდა ყველამ დაინახა. ოპონენტები, მმართველ გუნდს, გზავნილის სწორად გაანალიზებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგელა მერკელმა არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ დემოკრატული პრინციპების დარღვევას, პოლიტპატიმრებს, პოლიტიკურ დევნილებს და გაყალბებულ არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან.

დღის ამბები