20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ გერმანიის კანცლერს ათქმევინა სიტყვა ოკუპაცია, რასაც ამ დრომდე ვერ მიაღწია ხელისუფლებამ და დიპლომატიამ - ბაქრაძე

განცხადება უნდა გაიგო ისე, როგორც ეს კეთდება,  - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი  ანგელა მერკელის გზავნილის შეფასებისას, სადაც საუბარი იყო ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლაზე.

ბაქრაძის თქმით, მერკელის განცხადება მხოლოდ დემოკრატიის დახასიათებას არ წარმოადგენდა, რადგან გერმანიის კანცლერი ასეთი განცხადებების გაკეთების დროს ზუსტად იმას ამბობს, რა გზავნილი გაჟღერებაც სურს.

„თუ ანგელა მერკელს უნდოდა დემოკრატიის დახასიათება დემოკრატიის დასახასიათებლად არსებობს ბევრი ცნება. მას შეეძლო ელაპარაკა მედიაზე, ანგარიშვალდებულებაზე, ბევრ სხვა დემოკრატიულ ღირებულებაზე, მაგრამ მან აირჩია ხელისუფლების გადაბარება და ხელსუფლების წასვლა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს მესიჯი იყო მკაფიო მესიჯი, ისევე როგორც ის, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატები“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერის განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება არ უნდა ჩავარდეს ეიფორიაში და სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება ოპოზიციის შეხვედრას ანგელა მერკელთან, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა საუბარი იყო საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის რუსთავი ორისა და პოლტიპატიმრების შესახებ.

დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიის კანცლერის დაპირებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

გარდა ამისა, დავით ბაქრაძე განსაკუთრებით გამოჰყოფს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს, კანცლერმა მზადყოფნა გამოთქვა,  რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტის მიხედვით მხარი დაუჭიროს სანქციებს.

ბაქრაძე ამბობს, რომ ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხი არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეყენებინა.

 

დღის ამბები