ანგელა მერკელის პოლიტიკურ გზავნილებს აფასებენ ოპოზიციაში. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ გერმანიის კანცლერის განცხადება, ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, მოწოდებაა მმართველი გუნდის მიმართ, რომ არ დაუშვას დემოკრატიული ნორმების დარღვევა.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„უკეთ რომ იცოდეს ქალბატონმა მერკელმა ქვეყანაში არსებული ვითარება, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მყარად დარწმუნდებოდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება მუდმივად ნამდვილად ვერ იქნება და ძალიან მალე შეიცვლება. ის აბსოლუტური უუნარობა და უსუსურობა, რაც ამ ხელისუფლებას აქვს და არაკომპეტენტურობაც, რაც, თუნდაც, იმაში გამოჩნდა, რომ საქართველოში ჩამოსულ მერკელს საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე დახვდნენ და ამერიკის და რუსეთის პროტოკოლის მიხედვით, პირველი-მეორე პირი არ დახვდა აეროპორტში, ეს ნათლად ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად არაადეკვატური,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ხელისუფლებას, კანცლერის გზავნილის ადეკვატურად გაანალიზებას ურჩევს არასაპარლამენტო ოპოზიციას.
ანგელა მერკელის პოლიტიკური გზავნილი გუშინ კურიერის ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებმა - გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ, შეაფასეს.