19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
სენატორი მაკკეინი, რომელიც 81 ასაკში გარდაიცვალა, საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და მეგობარი იყო

ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო. ის ჩვენს ქვეყანას ყველაზე მძიმე წუთებში ედგა გვერდით - ეს განსაკუთრებით ნათელი აგვისტოს ომის პერიოდში გახდა. სწორედ მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და განმტკიცება იყო. ჯონ მაკკეინს უკავშირება რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ გაკეთებული არაერთი ცნობილი ფრაზა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას ემსახურებოდა. 

„პატარა ერი, საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში რუსეთის მხრიდან თავდასხმებსა და მუქარას განიცდის. ზოგიერთმა ამერიკელმა რომელიც ამ ნიუსს წაიკითხავს, შეიძლება იკითხოს-სად არის საქართველოს და რატომ უნდა გვაღელვებდეს?-მაგრამ ქართველებსა და რუსულ არმიას შორის კონფლიქტს ადგილი ჰქონდა მოშორებულ გაურკვეველ ადგილას და ისტორიაც ხშირად სწორედ მოშორებულ გაურკვეველ  ადგილებში  იქმნება,“- აცხადებდა ჯონ მაკკეინი და აღნიშნავდა, რომ იგი ყველა ამერიკელის სახელით საუბრობდა.

„დღეს ყველა ქართველები ვართ!“-ეს მაკკეინის კიდევ ერთი ცნობილი ფრაზაა, რომელიც მან საქართველოს მხარდასაჭერად გააჟღერა.

მაკკეინმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ბოლო ვიზიტის დროსაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა. მან კვლავ ისაუბრა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და მედიის თავისუფლებაზე. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ერს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის.

„ვლადიმერ პუტინმა მოახდინა ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მაგრამ დადგება დღე როდესაც საქართველო იქნება მთლიანი, მამაცი და დამოუკიდებელი,“- ამბობდა ჯონ მაკკეინმა.  

მაკკეინი 81 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რამდენიმე დღის წინ კი მაკკეინმა მკურნალობა შეწყვიტა.

ამავე თემაზე
დღის ამბები