19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას," - მარგველაშვილი მაკკეინზე საუბრობა

"ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას," - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, გავლენიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მაკკეინის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია. პრეზიდენტი აგვისტომ ომის პერიოდში სენატორის თანადგომას იხსენებს და მას "საქართველოს ეროვნულ გმირს" უწოდებს. გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში მაკკეინთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

პრეზიდენტის გამოხმაურებას მაკკეინის გარდაცვალების ფაქტზე, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში. 
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში."

ამავე თემაზე
დღის ამბები