შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი. გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ე.წ. „ატმეჩკები“ ნივთმტკიცებად ამოიღო.