19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ეს პრეზინდეტის პრეროგატივაა და მარგველაშვილმა ის უნდა გამოიყენოს - ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატის არდასახელებაზე

"ეს გადაწყვეტილება ყველამ უარყოფითად შეაფასა და ამას დამატებითი შეფასება აღარ ესაჭიროება," -  ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის გადაწვეტილებას, არ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდაომრის კანდიდატურა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს პრეზინდეტის პრეროგატივაა და გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა გამოიყენოს.

"ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველასთვის გასაკვირი იყო პრეზიდენტის პოზიცია და მისი ეს გადაწყვეტილება ყველამ უარყოფითად შეაფასა და მე ვფიქრობ, ამას დამატებითი შეფასება არ ესაჭიროება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები