ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა.
ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა.
„იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა.
მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ესახება კანდიდატს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.
"ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ აგირჩიოთ საერთოდ... ახლა გამაგებინეთ, რატომ აგირჩიოთ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.