19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ვთქვი ერთხელ, ორჯერ და გავიმეორებ, რომ ამის იმედი მაქვს" - ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეხვედრასა და მის მხარდაჭერას ელოდება

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერასა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ელოდება.

ივანიშვილთან შეხვედრის გარდა ის არ გამორიცხავს, რომ მის მხარდამჭერ კამპანიაში ძმები გაჩეჩილაძეებიც ჩაერთონ, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელთა შეხედულებებთანაც ზურაბიშვილი ახლოს დგას, "ქართული ოცნებაა."

„მაშინ შევხვდები (ბიძინა ივანიშვილს), როცა იქნება გადაწყვეტილება ოცნების. ვთქვი ერთხელ, ორჯერ და გავიმეორებ, რომ ამის იმედი მაქვს იმიტომ, რომ სხვა ძალა ამ ქვეყანაში, ვისაც შეუძლია ჩემი მხარდაჭერა, გარდა მოსახლეობისა და არაპარტიული მოსახლეობისა არის ის ძალა, რომელთან ერთადაც მე ერთ დროს ვიბრძოდი, ვიბრძვი და გვაქვს ბევრი საერთო ღირებულებები.

"მე არ ვარ ამ პარტიის წევრი და პარტიული არ ვარ. მე მგონია რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს პარტიული. მე მიკვირს იმ კანდიდატებისა, რომლებიც ერთდროულად პარტიის თავმჯდომარეები არიან და კანდიდატები იმ ფუნქციისა, რომელიც არის უპარტიო. მე ამათ მხარდაჭერას მივიღებ სიამოვნებით, თუ იქნება. თუ იქნა ასე, უთუოდ იქმნება შეხვედრა და კონსულტაციები იმისთვის, რომ გავიგოთ რა ფორმით იქნება მხარდაჭერა,"-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები