19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მხარს ზურაბიშვილს უჭერს, ნაწილი კი კანდიდატის დასახელებას მმართველი გუნდიდან ითხოვს

მმართველ პარტიაში არ აქვთ გადაწყვეტილი დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებაში“ 8 სექტემბერს ელოდებიან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დაფიქსირდება. თუმცა პარტიაში იციან, რომ უპირატესობა ისეთ კანდიდატს მიენიჭება, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ აქვს.

„ჩვენ ვთლით, რომ სწორედ ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა იყოს იმ კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც  სულ მალე ამოქმედდება“-ამბობს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი "სოციალ-დემოკრატები" კი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უკვე ღიად უჭერენ. გია ჟორჟოლიანის თქმით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში პარტიის პროპაგანდისტულ რესურსს ჩართავს.

„მწვანეების“ ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას  „ქართული ოცნებიდან“ ითხოვს. თუმცა გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, რომელსაც მისი გუნდის წევრები მიემხრობიან.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მმართველი გუნდიდან უნდა ყოფილიყო კანდიდატი ამას დავუჭერდი მხარს, მაგრამ როგორც გუნდი გადაწყვეტს ისე იყოს,“- აცხადებს გაჩეჩილაძე.

დღის ამბები