19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ძველი პარტნიორების ახალი ალიანსი-ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია შესაძლოა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა დააფინანსონ

ძმები გაჩეჩილაძეები სავარაუდოდ პოლიტიკაში ბრუნდებიან. სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ყოფილმა პარტნიორებმა, შესაძლოა მისი საარჩევნო კამპანია დააფინანსონ.

სალომე ზურაბიშვილისა და ძმები გაჩეჩილაძეების გზები პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ გადაიკვეთა. თანამშრომლობა აქტიურად მაშინ დაიწყო, როდესაც 2007 წელს ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო დაფუძნდა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამ საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნულმა საბჭომ ლევან გაჩეჩილაძე კანდიდატად დაასახელა. უფროსი გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად სახელდებოდა. ზურაბიშვილი გაჩეჩილაძეები ერთად იდგნენ 10 წლის წინანდელ საპროტესტო აქციებზეც.

ვის რა როლი ექნება ზურაბიშვილის კამპანიაში, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა დააანონსა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრისათვის ემზადება. მთავარი, რაც ამ აუდიენციის დროს უნდა გაირკვეს, საარჩევნო კამპანიის დეტალებია, ზურაბიშვილს აინტერესებს რით დაეხმარება მას "ოცნება."

დღის ამბები