19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
დიდი პოლიტიკური შეცდომა წასვლის წინ - მესამე სექტორი პრეზიდენტს აკრიტიკებს

დიდი პოლიტიკური შეცდომა პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის წინ - გიორგი მარგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მესამე სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას იუსტიციის საბჭო გააკეთებს, რაც სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია. გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კანდიდატს არ დაასახელებს, რადგან მას "ქართული ოცნება“ მხარს მაინც არ დაუჭერს. არასამთავრობო სექტორი კი მის ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ხედავს.

კონსულტაციების მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი შეცდომას უშვებს და სასამართლოს ცვლილებების ისტორიულ შანსს ართმევს.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ ანა დოლიძესაც. თუმცა შექმნილ კრიზისზე საბჭოს არამოსამართლე წევრი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს და არასამთავრობო სექტორს აკისრებს, რომლებმაც პრეზიდენტთან საერთო ენა ვერ გამონახეს. ანა დოლიძის განცხადებით, მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკებად აქციეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები