20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ამერიკელი სენატორის ხსოვნის პატივსაცემად, თეთრმა სახლმა დროშები კვირის ბოლომდე დაუშვა

ჯონ მაკკეინის ცხედარს ფენიქსიდან ხვალ არიზონას შტატის კაპიტოლიუმში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ამერიკელი სენატორის ხსოვნის პატივსაცემად თეთრმა სახლმა დროშები კვირის ბოლომდე დაუშვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.

მიზეზი კი, ის გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაშვებული დროშები ორშაბათს კვლავ აღმართა და დონალდ ტრამპს განმარტებების გაკეთებაც მოუწია.

მაკკეინის ანდერძის მიხედვით, ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი, მის ნაცვლად გამოსამშვიდობებელ სიტყვას, თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი წარმოთქვამს.

სენატორს მერილენდის შტატის დედაქალაქში, ანაპოლისში მდებარე შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში, მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით კვირას დაკრძალავენ.

დღის ამბები