20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობას არ აღიარებს, თუმცა თანამდებობას ტოვებს

არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემა და პირველი განცხადება გადადგომის შესახებ - ოპოზიცის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს რეაგირება უკვე მოჰყვა. კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა, თამარ ჟვანიას სახელზე განცხადება დაწერა.

მან „კურიერთან“ სატელეფონო კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერები ავთენტური არ არის და დანაშაულს არ აღაირებს, მიუხედავად ამისა, მან თანამდებობა მაინც დატოვა.

„არა, არ ვაღიარებ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, მაგრამ საარჩევნო იმას რომ არ მიადგეს ზიანი, ამიტომ გადავწყვიტე განცხადების დაწერა,“- განაცხადა დავით ფეტვიაშვილმა.

ოპოზიციის განცხადებით კი, ფეტვიაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის და პასუხისმგებლობა უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს.

„ქართული ოცნება“ თამარ ჟვანიას მეშვეობით, მისი ადმინისტრაციის მეშვეობით ემზადება დიდი გაყალბებისთვის. არჩევნების ლეგიტიმაცია უკვე ეჭვქვეშ დგას. თამარ ჟვანია ფიქრობს, რომ განტევების ვაცად აქციოს ფეტვიაშვილი, მაგრამ ბატონი ფეტვიაშვილისნაირი კიდევ 75 ჰყავს ჟვანიას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა, რომ სატელეფონო ჩანაწერი ნამდვილია. მისი აზრით, თანამდებობა თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს. 

„მთავარი გამყალბებელი არის თამარ ჟვანია, ეს ადამიანი ჩვენ უნდა შევავიწროოთ და ფარდა ჩამოვხსნათ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სატელეფონო საუბრები, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ გაასაჯაროა, საოლქო საარჩვენო კომისიების პოლიტიკურ კავშირებზე მიუთითებს, რაც საპრეზიდენტო არჩვენების ლეგიტიმურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები