ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველივე ტურში ის კანდიდატი მოიგებს, ვისაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ჯერ უცნობია, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება.“
„ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. არის მთლიანობაში გარკვეული მაჩვენებელი, რომელიც ოპოზიცია წინა არჩევნებში აფიქსირებს. მე დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.