19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან აშშ-ში - მამუკა ბახტაძე მაკკეინის დაკრძალვაზე დასწრების საკითხზე

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიემგზავრება თუ არა ქართული დელეგაცია დაკრძალვაზე დასასწრებად. 

„ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას, მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები