19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"ცესკომ ამას პასუხი გასცა" - მამუკა ბახტაძე საარჩევნო კომისიებზე გავრცელებულ ჩანაწერებზე

"ცესკომ ამას პასუხი გასცა," - ეს განცხადება პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიებში ნეიტრალური კვოტებით ქართული ოცნების ხალხის დანიშვნასტან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გააკეთა. 

ამის შესახებ განცხადენა მან დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.  

„რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია, მე ვიცი, რომ ცესკომ ამას პასუხი გასცა. რაც შეეხება ჩვენს განწყობებს და მიდგომებს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ზუსტად ისეთ საკითხებს, როგორიცაა, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება არჩევნებზე,“ - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი შეფასებით, "ოპონენტების ბრალდებების მიუხედავად, ფაქტია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ყველა არჩევნები წარმატებულად ჩატარდა".

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტისგან მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. ყველაზე კარგი პასუხი ასეთ ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, რომელიც შეფასდა უმაღლესი სტანდარტით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა პრემიერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები