გაერთიანებული ოპოზიცია სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
ძალა ერთობაშიას საარჩევნო შტაბში დღეს შეხვედრა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროს, სასამართლოს და სხვა სფეროს სპეციალისტებთან გაიმართება.
ოპოზიციამ მათ საკუთარ პრიორიტეტებსა და გეგმებს აცნობს.
გაერთიანებული ოპოზიცია ყველა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავს.
„დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, შევიმუშავეთ კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან,“ - განაცხადა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.