19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საია თეა წულუკიანის წინააღმდეგ

 

ახალგაზრდა იურისტები იუსტიციის მინისტრს კანონით მინიჭებული ობიექტური არბიტრის ფუნქციის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ განცხადება საია-მ  მას შემდეგ გაავრცელა, რაც თეა წულუკიანმა საია-ის ანგარიში გააპროტესტა, სადაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების ნათესაური და მეგობრული კავშირებით დანიშვნაზე.  

„იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს დეტალურად შეესწავლა და გადაემოწმებინა არსებული ხარვეზები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე, მან ზედაპირული, წინასწარ განწყობებით არსებული შეხედულებებით იხელმძღვანელა,“ - წერია საია-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  უწყებათაშორის კომისიაზე იუსტიციის მინისტრმა მოწოდება გააკეთა, რომ არსამთავრობო ორგანიზაციებმა „თავი შეიკავონ ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე“.

 

დღის ამბები