გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები სამეგრელოში სოფ ახალი აბასთუმნის და შამგონის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივები სოფლის საყანე ტერიტორიაზე კარიერის მოწყობას აპროტესტებენ, რაც იწვევს ეკოლოგიურ პრობლემას.
მოსახლეობისათვის მიუღებელი ფაქტია კერძო კომპანიებისათვის მიწების გადაცემა.
„კრიმინალური ბანდა იტაცებს სახნავ-სათეს ყანებს იმისათვის, რომ კარიერად გადააქციონ ეს ადგილები და შემდეგ გაუბედურებული, დაჭაობებული, ნიადაგგამოცლილი მიატოვონ. ზუსტად ამიტომ უნდა დავამთავროთ კრიმინალების და ჩინოვნიკების მარადი ერთობა,“ -განაცხადა ვაშაძემ.