დავით ბაქრაძე ასპინძის რაიონის მოსახლეობას ხვდება.
სოფელ ხიზაბავრას მოსახლეობას სასმელი წყლის, სასოფლო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აქვს. მათ მოსავლის აღება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო, უჭირთ.
ბაქრაძე მის ერთ-ერთ პრიორიტეტად ფერმერებისა და გლეხების დახმარებას ასახელებს და ამბობს, რომ ქართულ სოფლებს დღეს ბევრი პრობლემა აქვს.
„ხალხს სჭირდება პატრონი. სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც ივლის ყველგან,“ - განაცხადა ბაქრაძემ.