საარჩევნო სკანდალი გრძელდება. ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ახალი მიმოწერები მოიპოვა.
ჩანაწერები გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები კომისიების წევრებს კანონგარეშე მითითებას აძლევენ.
მან ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, მიმართა, რომ ის ცდილობს არჩევნების გაყალბებას, რის შესაძლებლობასაც ოპოზიცია არ მისცემს. გიორგი ვაშაძემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა, რომ კანონგარეშე ქმედებას არ დაემორჩილონ.
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონგარეშე ქმედებას კანონის საწინააღმდეგოდ მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს. პირდაპირ ეუბნებიან იმ მოთხოვნაზე, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან. ამ მითითებას აძლევენ, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე, კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს, თუ ვინმეს ეს მოუნდება სხვაგან გაესაუბრონ. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც მესიჯბოქსს აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს. ეს ყოველგვარ ზღვარ სცდება. მინდა მივმართო თაამრ ჟვანიას, ის რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში,“- აღნიშნა ვაშაძემ.