19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს. იგი თამარ ჟვანიასა  მისი გუნდის გადადგომას მოითხოვს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს და არჩევნებიც სწორედ მათ ჩაატარონ.

„როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 თვით ადრე არჩევნებამდე ვუცხადებ აბსოლუტურ უნდობლობას ცენტრალურ  საარჩევნო კომისიას და მათ დაუყოვნებლივ გადადგომას მოვითხოვ. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მიიღებს ხალხის მრისხანებას ქუჩიდან და იქნება მათთვის უკვე ყველაფერი ძალიან გვიანი,“-განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები