„ჩვენ გვეყოლება დელეგაცია იმ რანგის, რა რანგისაც უნდა ჰყავდეს ქვეყანას წარმოდგენილი, მათ შორის, რა რანგისაც ეყოლებათ სხვა ქვეყნებს წარმოდგენილი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე ქართული დელეგაციის წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქართული ოცნების ინფორმაციით, ამერიკის მხარემ საქართველოდან 2-კაციანი დელეგაციის წასვლა მოითხოვა.
აშშ-ში ამერიკელი სენატორისთვის პატივის მისაგებად პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გაემგზავრებიან.
კურიერის ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წასულიყო თუ არა მაღალი რანგის დელეგაცია, პრეზიდენტის ან პრემიერის სახით, აშშ-ში მაკკეინის დაკრძალვაზე, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ არ იცის და ეს რთული სათქმელია.
„მაკკეინს ნამდვილად აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩენი ქვეყნის წინაშე. მას ძალიან უყვარდა ჩვენი ქვეყანა და გვიჭერდა მხარს. კარგი ან საუკეთესო მეგობარიც კი დავკარგეთ, რაც სამწუხაროა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სათანადოდ მივაგებთ მას პატივს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.