19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მაკკეინის დაკრძალვაზე საპარლამენტო დელეგაციის წასვლა საკმარისი არ არის - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

თბილისში ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს მიაგებენ. შეერთებული შტატების საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. ამერიკელ ხალხს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებენ მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები.

მაკკეინის ხსოვნას პატივს ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მიაგებენ.ამერიკელ ხალხს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს ევროპული საქართველოსა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა. 

აშშ-ში სენატორის დაკრძალვაზე საქართველოდან პარლამენტის ვიცესპიკერი,  თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, მიემგზავრებიან. 

ოპოზიციის აზრით, შეერთებულ შტატებში საქართველოდან უფრო მაღალი რანგის დელეგაცია უნდა მიდიოდეს.

პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის, შეფასებით, ჯონ მაკკეინის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი იყო, შესაბამისად, მის დაკრძალვაზე პრეზიდენტი, პრემიერი ან მთავრობის წევრებიც უნდა მიდიოდნენ. 

„ჩემი და საპარლამენტო დელეგაციის წასვლა საკმარისი არ არის. ვაშინგტონში იქნება მთელი ამერიკა, მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა. ვაშინგტონში უნდა დავემშვიდობოთ ადამიანს, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და ხმამაღალი მხარდამჭერი. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტისთვის, ან მთავრობისთვის, რომ წაბრძანდნენ და პატივი მიაგონ ჯონ მაკკეინის ხსოვნას. ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას უკვე სიკვდილის შემდეგ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდეს და სამწუხაროა, რომ ამ საშუალებას დღეს ხელისუფლება არ იყენებს,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ.

 პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და ამის გამო, სენატორის დაკრძალვაზე საქართველოდან უფრო მაღალი რანგის დელეგაციას არ გაგზავნის. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპონირება გვქონდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, ფაქტი ერთია, რომ ასეთი მეგობარი მსოფლიო არენაზე საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს და მეთელ ამერიკელ ხალხს. ვლადიმერ პუტინი და მისტერ მაკკეინი იყვნენ დაუძინებელი მოწინააღმდეგეები. ქვეყნის სავალალო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, ვერასოდეს გაბედავს პუტინის შიშით, რომ აქედან ამ სახელოვანი სენატორის დაკრძალვაზე გააგზავნოს მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაცია,“ -  განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები