კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შენგელაიამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად განაცხადი ცესკო-ში ცოტა ხნის წინ შეიტანა.
საინიციატივო ჯგუფში შედიან პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე, დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია, დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და გიორგი შენგელაიას ახლო მეგობარო ირაკლი მელაძე.
შენგელაია ხელმოწერების შეგროვებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. იგი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩამორთმეული უკანონოდ მითვისებული ფულის ხარჯზე პენსიებს გაზრდის.