ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, 73 საოლქო კომისიაში საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.
კონკურსი 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. ანა მიქელაძის განცხადებით, ამ პოზიციაზე 22 ათასამდე ვაკანტური ადგილია.
„საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ათას 637 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსები. ჯამში კონკურსები გამოცხადდა 21 ათას 822 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით. საუბნო სარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის,“- განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შედის საგანგებო რეგულაციები და აკრძალვები.