„ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საია-ს კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
თეა წულუკიანმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევა, სადაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების ნათესაური და მეგობრული კავშირებით დანიშვნაზე, უწყებათშორისო კომისიის ბოლო სხდომაზე გააკრიტიკა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წევრები ცდილობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კრიტიკის ქვეშ მოექცეს.
„ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს. ისინი ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოქცევას, იგივე ეხება უწყებათაშორის კომისიას, იგივე ეხება ზოგადად, საარჩევნო პროცესებს. ეს არის ის, რასაც ვართ მიჩვეული. თუმცა, მთავარია საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს. ეს არის ჩვენთვის მთავარი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.