19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
„ეს კომისია, ქალბატონ წულუკიანს გადაქცეული აქვს რაღაც კლოუნადად,“ - ოთარ კახიძე უწყებათაშორის კომისიაზე საუბრობს

„ეს კომისია, ქალბატონ წულუკიანს გადაქცეული აქვს რაღაც კლოუნადად,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ საია-ს კვლევაზე და იუსიტიციის მინისტრის პროტესტზე საუბრისას გააკეთა.

თეა წულუკიანმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიში გააპროტესტა, სადაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების ნათესაური და მეგობრული კავშირებით დანიშვნაზე.  

„ეს კომისია, ქალბატონ წულუკიანს გადაქცეული აქვს რაღაც კლოუნადად. იქ არის ჩასმული სპეციალურად ისეთი ხალხი, რომლებიც კომისიის სხდომებს კომიკურად წარმოაჩენენ. აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო, ქალბატონ წულუკიანს უკეთესად მოეხსენება. არც ერთ საკითხზე კომისიას სერიოზული რეაგირება არ მოუხდენია. არც ერთ დარღვევაზე,. ეს არის რაღაც პინგ-პონგად გადაქცეული. ქალბატონი წულუკიანი იცავს ამ უკანონობას, იცავს ამ პარტიულ აქტივს, იცავს ამ ნეპოტიზმს და თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აბსოლუტურად, სამართლიანად ითხოვდა მის გადადგომას,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

კომენტარი გააკეთა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი წულუკიანი, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ობიექტური არბიტრი ამ პროცესის, ის შეეცადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმედებების გამართლებას. ძირითადი აქცენტი გააკეთა იმაზე, კვლევის რა მეთოდოლოგია გამოიყენა საქართველოს იურისტთა ასოციაციამ,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები