20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ბრიუსელში დღეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს განიხილავენ

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს დღეს ბრიუსელში განიხილავენ. მოხსენებით ევროპარლამენტში საქართველოს საკითხების კურატორი ანდრეა მამიკინსი გამოვა. სწორედ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული პოლიტიკური კონსენსუსის გარდა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.

"გამოყოფილი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მიღწევები, მედიის თავისუფლების და პლურალისტულ გარემოზე არის ხაზგასმა გაკეთებული, ასევე არის აქცენტი გაკეთებული სასამართლო რეფორმაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საუბარი არის საკონსტიტუციო რეფორმის შეფასებაზე, სადაც ევროპარლამენტი იმეორებს ვენეციის კომისიის პოზიტიურ შეფასებას, ვიზალიბერალიზაციას მიესალმებიან და მოუწოდებს ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს, რომ აღიარონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად,"-აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

დღის ამბები