20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს

შალვა ნათელაშვილი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს და თბილისის მერს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მერიის ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს უკავშირდება და სამომავლოდ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას ისახავს მიზნად.

შალვა ნათელაშვილი  არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უცხოეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას გეგმავს.

„მსოფლიომ მიწათმოქმედები გვიწოდა, დღეს დააყენეს გზაზე, რომ მიწის დამუშავებაზე აიღოს ხელი გლეხმა, წავიდეს მოსამსახურედ უცხოეთში, სამაგიეროდ აქაური მიწები ხელში ჩაუვარდეთ უცხო ტომელებს, ხოლო თუ ვინმე დარჩა კიდევ და ვინმეს რამე მოჰყავს, იმასაც ეკრძალება საკუთარი ავტომანქანიდან საკუთარი პროდუქციის გაყიდვა. არ გაგონილა ასეთი უსამართლო წესწყობილება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიამ დაამყარა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები