20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
შს მინისტრები შესაძლოა, დანაშულის სტატისტიკას მალავდნენ - IDFI-ის სკანდალური დასკვნა

კრიმინალის მაჩვენებლები უპრეცედენტოდ, 7 თვეში 56%-ით, გაიზარდა.

ოფიციალურ სტატისტიკას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ წელს 7 თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12 ათასი დანაშაულით მეტი მოხდა.

IDFI-ის წარმომადგენლების აზრით, შესაძლოა, ქვეყანაში კრიმინალის დონე მზარდია, თუმცა, ეს რიცხვები არარეალურია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთადერთ ახსნას, რასაც ახალ სტატისტიკურ მონაცემებს უძებნიან, ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა შესაძლოა, რეალურ მაჩვენებლებს მოსახელობას უმალავდა და ყალბ ინფორმაციას ასაჯაროებდა.

IDFI-ის დასკვნით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ვახტანგ გომელაური და გიორგი მღებრიშვილი შესაძლოა, ათობით დანაშაულს მალავდნენ.

გიორგი მღებრიშვილი, კრიმინოგენული ვითარების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების დამალვის გამო, ბრალდებებისა და თავდასხმის ობიექტი თანამდებობაზე ყონის დროსაც არაერთხელ გამხდარა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბების საქმეზე მოკვლევა ჩაატაროს.

შსს-ში დღეს განმარტებები არ გაკეთებულა.

გაზრდილი კრიმინალისა თუ გაყალბებული ოფიციალური ციფრების შესახებ ახსნა-განმარტებებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები