გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანების ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში შეხვდა. ვაშაძემ ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემების შესახებ მოისმინა.
მოსახლეობის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წელს გაცემული დაპირებები არ შეასრულა.
ადგილობრივების განცხადებით, მთავარი პრობლემებია უმუშევრობა, გადასახდელი კრედიტები, კორუფცია და კრიმინალის ზრდა.
„არაფერი არ კეთდება, ქვა ქვაზე არ დადებულა. პენსია ხალხს არ მომატებია. ნუთუ, ვერ ხედავს დღევანდელი მთავრობა, რომ მისით უნდა წავიდეს?“- აცხადებენ ადგილობრივები.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი საზრუნავი იქნება დასაქმება და სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობა.
„ერთი ადამიანი არ იქნებოდა აქ უმუშევარი, რომ გაგრძელებულიყო წყალტუბოს 5-ვარსკვლავიანი კურორტად გადაქცევის პროექტები. ე.წ. ქართულმა ოცნებამ უნიჭო, არაპროფესიონალურმა და უაზრო მიდგომამ ქვეყნისადმი წაართვა ყველანაირი პერსპექტივა იმერეთს ისევე, როგორც დანარჩენ რეგიონებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.