ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს განმარტებებს სთხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის, თქმით, 73 საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს მხარი ევროპულმა საქართველომ დაუჭირა.
გიორგი ბოტკოველმა დღევანდელ ბრიფინგზე სხდომის ოქმები წარმოადგინა.
ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს სთხოვს, განმარტონ, რატომ ეხმარება ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბებაში.
„29 აგვისტოს ჩატარებულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ სხდომას, დაფიქსირდა გამაოგნებელი ფაქტი - დავით ბაქრაძისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარი დაუჭირეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.
"ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ინიციატივებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საოლქო კომისიების მხრიდან ხელს შეუწყობს შემდგომში არჩევნების გაყალბების პროცესს.
"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს პასუხს, რომელიც უნდა გაგვცეს ევროპულმა საქართველომ,“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი.