19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მისი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრამდე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ერის გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ახალგაზრდა დემოკრატიის გამოწვევები" - პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდებიან.

მალვის ზატლერსი ქართველი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. მანამდე კი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

"ჩემთვის ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან, იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩვენი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე სხვა ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე, იწყებოდა თქვენგან-საქართველოს მოქალაქეებიდან და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ .ე ს არჩევნები არის მნიშვნელოვანი, მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით უნდა მივაღწიეთ, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული და იდგეს მოქალაქეების სამსახურში. პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, იგივე მთავრი გამოწვევა ერთადერთი შემკვეთი და ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ საქართველოს მოქალაქეები. პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს, გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი, “- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ქართველს ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოაიარა და არცერთხელ ამის გამო ჩემთვის არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა მე ამ პერიოდის განმავლობაში. დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში არამასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი, აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებაში, რომ მე სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები