19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
„დღეს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური გეგმა არ არსებობს" - აბესაძე ევროპარლამენტარების კრიტიკულ ანგარიშზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ევროპარლამენტარების ანგარიშს ეთანხმებიან და გაცემულ რეკომენდაციებს იზიარებენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი აბესაძე, ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის რეკომენდაცია - გამოეყოს ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უნდა შესრულდეს. თუმცა, აბესაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის რეალური პოლიტიკური გეგმა.

„დღეს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური გეგმა არ არსებობს. შესაბამისად, არც სახელმწიფო ინსტიტუტები არის ჩამოყალიბებული იმგვარად, რომ კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა იყოს შესაძლებელი.

"რაც შეეხება თავად სამართალდამცავ უწყებებში ჩადენილ დანაშაულებებს და დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, რომელმაც უნდა გამოიძიოს ამ ტიპის დანაშაულებები, რომლებიც საკმაოდ მრავლად ყოფილა ამ წლების განმავლობაში.

"ამ ტიპის დანაშაულებებს უნდა იძიებდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო მექანიზმის მეშვეობით სახელმწიფო. დღეს არსებული სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ვერ უზრუნველყოფს ამის შესრულებას,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები