19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ჩვენი ოპონენტები ახლა რომ ოპოზიციაში იყვნენ, მიეცემოდნენ მხიარულებას, იმდენად მკაცრია ევროპარლამენტის დასკვნა - გრიგოლ ვაშაძე

„ჩვენი ოპონენტები ახლა რომ ოპოზიციაში იყვნენ, მიეცემოდნენ მხიარულებას, იმდენად მკაცრი და არაკომპლიმენტარულია ეს დასკვნა,“ - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, დასკვნაში ასახულია ქვეყანაში არსებული პრობლემები, მათ შორის, დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები.

„ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და პასუხისმგებელ ოპოზიციას, გვაქვს მძიმე განცდები, ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებდა ამისთანა შეფასებას ჩვენი პარტნიორებისგან.  დასკვნის მთავარი ლაიტმოტივი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიას აქვს სისტემური გამოწვევები. უკიდურესად დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც იმართება ოლიგარქის მიერ.

"ყურადღება მინდა მივაქციო, რომ ჩვენი მოკავშირეების მიერ გამომუშავებულ დოკუმენტებში, მით უმეტეს ევროპარლამენტის დოკუმენტებში, ეს ტერმინოლოგია პირველად არის ნახსენები. ოლიგარქო ხელისუფლებას იყენებს თავისი ფინანსური ინტერესების ლობირებისთვის, რაც დასაბუთებულია, მაგალითად, თბილისის პანორამით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები