25 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკო-ში ოფიციალურად წარადგინეს

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკო-ში ოფიციალურად წარადგინეს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, გიორგი გუგავა და შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი, საარჩევნო ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები მიიტანეს.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„მთავარი ბრძოლა გაიმართება 28-ში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სიმართლე, ეროვნულობა და პრინციპულობა გაიმარჯვებს და ქართველი ხალხი დაამარცხებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს დაამარცხებს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები