ბათუმის საკრებულოს სხდომა ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით გაიხსნა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ქალაქში ლერმონტოვის ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაერქვას.
მირდატ ქამადაძემ დეპუტატებს მოუწოდა, ამ საკითზე ყველამ ერთად მომავალ სხდომაზე იმსჯელონ.
„გვსურს, რომ ეს ინიციატივა იყოს მრავალპარტიულად მხარდაჭერილი, კონსესუსის საფუძველზე მიღებული,“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.