19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
"მარიხუანის ლეგალიზაცია არის დამღუპველი" - კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. კახა კუკავამ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად მძიმე სოციალური პირობები რჩება.

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვედრებს ყველა რეგიონში გეგმავს.

კახა კუკავას თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მკაცრი ნარკოპოლიტიკა გატარდება.

„ჩემი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, მათ შორის მარიხუანის ლეგალიზაცია არის დამღუპველი. ყველა სოფელი და ქალაქი საუბრობს ამაზე, რომ ახალგაზრდობა დადის გამოთაყვანებული და ნაცვლად იმისა, რომ წიგნი იკითხოს, ყანას მოუაროს, სამსახურში იმუშაოს, დილიდან საღამომდე მარიხუანის მოწევით არიან დაკავებულები. ეს არის დაღუპვა. „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც გაუკეთა საქართველოს, არის ნარკოტიკების ლეგალიზაცია. ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება - საქართველო ნარკოტიკების გარეშე,“- განაცხადა კახა კუკავამ.

 

დღის ამბები