გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მოულოდნელი არ აღმოჩნდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მას უთხრა, რომ პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებული აღარ არის.
„სამწუხაროა, იმიტომ რომ მგონია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას არ ახმარდა ქვეყანას.
"პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას და ვისურვოთ, რომ ბოლო წამამდე სანამ ის პრეზიდენტია, შეასრულებს ამ ფუნქციას“- ამბობს უსუფაშვილი.