გიორგი მარგველაშვილმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ლატვიის ყოფილ პრეზიდენტ, ვალდას ზატლერსისთან ერთად გაასაჯაროვა, შეხვედრას კი სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლასი 5-წლიანი პრეზიდენტობა შეაფასა. მთავარ მიღწევად ის საკუთარ პრინციპულობას ასახელებს და ამბობს, რომ შეტევების მიუხედავად პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაასუსტებინა.
ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ გამოსვლაში მარგველაშვილმა ბევრჯერ იგულისხმა, თუმცა მის გვარი არცერთხელ უხსენებია.
მარგველაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმცირესობამ კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობისგან გაქცევა უწოდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიჩნევენ, რომ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გამორჩეული არაფრით ყოფილა. ყველაზე ადრე მარგველაშვილის გადაწყვეტილება დავით უსუფაშვილისთვის გახდა ცნობილი.
სად ვიხილავთ მარგველაშვილს უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ არჩევნებზე სხვების კონკურენტი არ იქნება და მეორე ვადით არჩევისთვის არ იბრძოლებს.