19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
კრიზისი საქართველოში და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - უმწვავესი დასკვნა ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

საქართველოში კრიზისია, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა რისკი, რომ შესაძლოა, ვითარება უკონტროლო გახდება - ეს არის ფრაგმენტი ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადებული დასკვნიდან, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს გადაეგზავნა და ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. ექსპერტ ნონა მიხელიძის მიერ მომზადებულ დასკვნაში რამდენიმე თავი ეთმობა საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.

ექსპერტი დეტალურად აღწერს, როგორ აზიანებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ოლიგარქის პოლიტიკური და ფინანსური ინტერსები. დოკუმენტში საუბარია პროექტ „პანორამა თბილისზეც.“

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენების შესახებ რომის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. ნონა მიხელიძე დასკვნაში წერს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი პოლიტიკურ პროცესს მთლიანად აკონტროლებს და მის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება.

მმართველობის ამ რეჟიმმა, საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტში წარდგენილ დასკვნას აფასებს, როგორც უმწვავესი შეფასება უპრეცედენტო ტერმინებით.

არაფორმალურ მმართველობაზე შეფასებას კი საპარლამენტო უმრავლესობა ერთი ექსპერტის მოსაზრებას უწოდებს.

საქართველოს შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მისაღებად საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირმა დაიქირავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები