19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
რეფორმები უსაფრთხოების სამსახურში და სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულები - ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი რეკომენდაციებით მიმართავს

ბრიუსელი ოფიციალური თბილისისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებას ითხოვს.

ევროპელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებების ნაწილი უნდა ჩამოერთვას და ანტიკორუფციული სამსახური დათმოს. ევროპა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის ხელში კონცენტრირებულ ძალაუფლებაში რისკებს ხედავს.

ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ საქართველოში კორუფცია ისევ პრობლემად რჩება.

ბრიუსელში გაკეთებული მოხსენების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას კიდევ ერთხელ უხსნიან, რომ დემოკრატიულ მსოფლიოში არსად ანტიკორუფციული სააგენტო სპეცსამსახურების ქვეშ არ მუშაობს. 

ანტიკორუფციული სამსახურის სუს-ისგან გამიჯვნა ბრიუსელის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომელიც სავარაუდოდ რჩევად დარჩება, მმართველი უმრავლესობა ამბობს, რომ ევროპარლამენტარის ანდრეს მამიკინსის რჩევების უპირობოდ გაზიარებას არ აპირებენ.

ძალოვანი უწყებების რეფორმირების ნაწილში, ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარდა, ევროპარლამენტი ქართულ მხარეს მოუწოდებს, აამუშაოს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ობიექტურად გამოძიების მექანიზმიც.

 

დღის ამბები