19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ჯონ მაკკეინის ცხედარი კაპიტოლიუმის სასახლეშია დასვენებული - ვაშინგტონში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ჯონ მაკკეინის ცხედარი კაპიტოლიუმის სასახლეშია დასვენებული. ამერიკის ეროვნული გმირის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან უკვე ვაშინგტონში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მივიდა. მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პროცესიაზე პრეზიდენტ ტრამპის თხოვნით იმყოფება, თავად ტრამპს სენატორის პანაშვიდზე დასწრება თაავად მაკკეინმა აუკრძალა.

„35 წლის განმავლობაში ჯონ მაკკეინი ამ გუმბათის ქვეშ, ამ დარბაზში მსახურობდა. იბრძოდა იმისთვის, რისიც სწამდა. როდესაც კონგრესში ვმუშაობდი და ახლაც, ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის არ ვეთანხმებოდით, მაგრამ მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყანას უფრო აძლიერებდა. ჯონ მაკკეინი ძალიან დაგვაკლდება. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა გუშინ, ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნისადმი მის მიერ გაწეულ სამსახურს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ჯონ მაკკეინი ემსახურა თავის სამშობლოს და ემსახურა ერთგულად,“- განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.

აშშ-ში იმყოფება საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დავით ბაქრაძის თქმით, ჩვენმა ქვეყანამ მტკიცე მხარდამჭერი დაკარგა.

„საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის, ის ყოველთვის იდგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინსვლისა და უსაფრთხოების გვერდით,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

ამერიკის ეროვნულ გმირს კვირას ანაპოლისის სამხედრო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ.

დღის ამბები