გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები სოფელ დიდი ჯიხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებისთვის მთავარი პრობლემა ფაროსანას მიერ განადგურებული სიმინდის და თხილის მოსავალია. მოსახლეობა შიშობს, რომ შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდება. მათი თქმით, მავნებელთან საბრძოლველად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა.
ადგილობრივების თქმით, მასობრივად ხდება სოციალური დახმარებების მოხსნა.
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„როდესაც ქვეყანა გაჩერებულია, გაჩერებულია ყველა ქალაქი. 180 ლარიან პენსია არავის ყოფნის. გამოსავალი არის საპროტესტო მუხტის შენარჩუნება, საარჩევნო ბიულეტენების ურნებში ჩაყრა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ეროვნული მთავრობა გამოუჩნდეს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.