17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას 5 სექტემბერს მიიღებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება და 5 სექტემბერს კომისია საბოლოო დასკვნას მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, გააკეთა.

მისი თქმით, სხდომები გაიმართება 1, 2, 3 და 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დასკვნას და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს. ამასთან, დღეიდან სხდომები საჯარო იქნება.

„მუშაობის გრაფიკი იქნება ფორსირებული, რადგან საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია წარმოდგენილი. სხდომები გაგრძელდება 5 სექტემბრამდე, ხოლო 5 სექტემბერს პროექტს ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ მომდევნო პლენარულ სხდომაზე მოხდება დასკვნის წარდგენა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოვლინდა კომისიის სხდომების და მასალების შესწავლის დროს. 

 

დღის ამბები