შვედეთში, ერთ-ერთი ავტოკომპანიის ფარეხში ცხენირემი შევიდა და BMW-ს მარკის სამი ავტომობილი დააზიანა, რის შემდეგაც ტყეში გაიქცა.
ცხოველმა კომპანიას, დაახლოებით, 20 000 დოლარის ზარალი მიაყენა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის, არც ცხენირემი.