17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი - სინოდი შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეიკრიბოს

დაუჭერს თუ არა მხარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო პატრიარქის მსგავსად, უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდეს ცნობილი.

სასულიერო პირები წმინდა სინოდის სხდომას ელოდებიან, სადაც მღვდელმთავრები გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბებიან.

სასულიერო პირების თქმით, არის მოლოდინი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს.

„ცხადია, რომ რეაგირება მოგვიწევს, როგორ, რანაირად, რა ფორმით, არ ვიცი,“ - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.

სასულიერო პირების განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო კონსტანტინეპოლის გადაწყვტილებას ელოდებოდა.

„სინოდს კონკრეტულად ამ საკითხზე არ უმსჯელია. ჩვენ ველოდებოდით კონსტანტინოპოლისა და რუსეთის შეთანხმებას. უახლოეს დღეებში კონსტანტინოპოლში, როდესაც სინოდის სხდომა ჩატარდება, უკვე უფრო მეტად გამოიკვეთება და შემედგ მოგვიწევს ჩვენი აზრის გამოკვეთა. იმედი მაქვს, რომ სინოდში იქნება უმრავლესობა სიმართლის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქ კირილს უკვე ამცნო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები