17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
უბედური შემთხვევა ომალოში - ჯირითის დროს 33 წლის ქალი ცხენიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო

უბედური შემთხვევა სოფელ ომალოში - 33 წლის მაია გულეური ჯირითის დროს ცხენიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც თავის ქალის ტრავმა მიიღო. დაშავებული ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას ამ დროისათვის გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც მკურნალობის კურსის მიმართულება გადაწყდება. გულეური გერმანიის ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს. ის საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა. 

დღის ამბები